„სოლის რეზიდენსი“ - ეკომეგობრული და ჰარმონიული საცხოვრებელი ბათუმში, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილზეა გათვლილი
ბათუმი, ზღვა და „სოლის რეზიდენსი“ - ფაქტობრივად, სინონიმებია, რომელთა ცალ-ცალკე წარმოდგენა, შეუძლებელია. დიახ, რომ არა ზღვა, არ იარსებებდა ბათუმი (ეტიმოლოგიურად ქალაქს "ბათუმი" დაერქვა ბერძნული სიტყვა Bathus-ის მიხედვით, რაც ნიშნავს ღრმას) და რომ არა ეს ულამაზესი შავი ზღვისპირა ქალაქი, არც „სოლის რეზიდენსი“ შეიქმნებოდა - ეკომეგობრული აპარტჰოტელი, რომელიც ახალი ბულვარისა და ზღვის პანორამული ხედით ნებივრობის შესაძლებლობას იძლევა.
ბათუმი თანამედროვე საქართველოს სახე, ქვეყნის ტურიზმის სავიზიტო ბარათი და ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავია. არქიტექტურის ამ ჰარმონიულ სინთეზში თავის ღირსეულ ადგილს იკავებს „სოლის რეზიდენსი“, 26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს წლის ნებისმიერ სეზონზე უმშვენიერეს ხედს, კომფორტს და თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებულ გარემოს სთავაზობს.
თუმცა, თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს მხოლოდ კარგი ადგილმდებარეობის მქონე და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით აშენებული საცხოვრებელი აღარ აკმაყოფილებს, არამედ მას საკუთარ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული გარემო სჭირდება.
21-ე საუკუნის ადამიანის მოთხოვნებს კი პასუხობს სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ელიტ ჰაუსი“ პრემიუმ კლასის აპარტჰოტელის მშენებლობით.
„სოლის რეზიდენსი“ - ეს არის სასტუმროს ტიპის ეკომეგობრული პროექტი, რომელიც მომხმარებელს ხარისხს, კომფორტს, სიმყუდროვეს, პრივატულ გარემოს და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზე გათვლილ საცხოვრებელს სთავაზობს. ეს არის ბუნების, სილამაზისა და არქიტექტურის ჰარმონიული შერწყმა; აქ ყოველი დილა მომაჯადოებელი მზის ამოსვლით იწყება და უმშვენიერესი დაისით სრულდება.
შერიფ ხიმშიაშვილის N61-ში მდებარე აპარტჰოტელი მომხმარებლებს ფართო არჩევანს სთავაზობს: კომპლექსში ხელმისაწვდომია 211 სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, 39 ოროთახიანი აპარტამენტი და 9 სამოთახიანი აპარტამენტი.
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული სტილიდან გამომდინარე, პროექტში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ ადამიანთა ინტერესებიც: აპარტჰოტელის მეორე სართულზე განთავსებულია დახურული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი.
საცხოვრებელი კომპლექსი გათვლილია მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტსა და სიმშვიდეზე. ამის შესაბამისად კი, კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი, დაირგვება ხეები და განთავსდება მოსასვენებელი სკამები.
საცხოვრებელ სახლს ეზოსა და მინუს სართულზე აქვს 60 მანქანის ტევადობის ავტოსადგომი, ხოლო კორპუსის უკან მოეწყობა სმარტ პარკინგი.
„სოლის რეზიდენსი“ მომხმარებლების სურვილისამებრ აპარტამენტებს აბარებს მწვანე კარკასით ან სრულად მოწყობილს, რაც ნიშნავს, რომ მობინადრეებს დახვდებათ:
რემონტი;
ავეჯი;
სამზარეულოს ტექნიკა;
აბაზანის ტექნიკა;
საცხოვრებელი აქსესუარები.
„სოლის რეზიდენსი“ მომხმარებლებს 2024 წლის მაისამდე შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს. პირველადი შენატანი აპარტამენტის ჯამური ღირებულების 10%-ს შეადგენს, ხოლო ყოველთვიური მინიმალური გადასახადი - 1498 ლარს.
აპარტჰოტელის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.