თეგებით ძიება
28. 04. 2022 ბიზნესი

„ალია გრუპი“ დიდ დიღომში კომფორტულ და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ საცხოვრებელ გარემოს გთავაზობთ

ადამიანები წლების განმავლობაში შრომობენ, აგროვებენ დანაზოგს და იღწვიან, რათა საკუთარი ოცნების საცხოვრებელი სახლი ჰქონდეთ. სახლი, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობენ, იქნებიან უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვრებენ. თითოეული ადამიანისთვის ხომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს საკუთარი კუთხე, რომელიც მის ინტერესებსა და საჭიროებებზე არის მორგებული.

მომხმარებლებს თვიანთი ოცნებების ასრულებაში ეხმარება ქართულ-ებრაული სამშენებლო კომპანია „ალია გრუპი“ , რომელიც ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის და კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს, სადაც ცხოვრება ემოციაა და ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურ არსებობას.
თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ კომფორტულ, ხარისხიან და გამორჩეული დიზაინის ბინას - ესაა „ალია გრუპის“ დევიზი, რომლის განსახორციელებლად კომპანიის თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობს.

კომპანია ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და სპეციალურად მათთვის თბილისში, დიდ დიღომში აშენებს 11-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც გატარებული თითოეული წუთი ბედნიერებასთან და დაუვიწყარ ემოციებთან ასოცირდება.

პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი 100 ბინას მოიცავს, პირველი სართული კი მთლიანად კომერციულ ფართს ეთმობა.

მინუს სართულსა და ეზოს ტერიტორიაზე, კორპუსს 33 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი აქვს. „ალია გრუპმა“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ინეტერესებიც არ დაივიწყა და ავტოსადგომზე მათთვის სპეციალური საპარკინგე ადგილი შექმნა.

კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ეწყობა სკვერი, ირგვება ხეები და თავსდება მოსასვენებელი სკამები.

„ალია გრუპი“ , როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, სეისმოუსაფრთხოების წესებსაც ზედმიწევნით იცავს, შესაბამისად, პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის გამძლეობაზე.

რაც შეეხება ბინების ჩაბარების საკითხს, კომპანია მომხმარებლებს ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობით სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ „ალია გრუპის“ საცხოვრებელ კორპუსში მშენებლობის დასრულებამდე მომხმარებლებს შეუძლიათ, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ. ამ მომსახურებით ბინის შეძენის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 899 ლარს.

ამასთანავე, ამ ეტაპზე, ბინის შეძენა შესაძლებელია 20%-იანი წინასწარი შენატანით. იმ შემთხვევაში კი, თუ მომხმარებელი ბინის ჯამური ღირებულების 100%-ს ერთიანად დაფარავს, ის ისარგებლებს 120 ლარიანი ფასდაკლებით 1 კვ.მ-ზე.

მირიან მეფის N114-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2023 წლის მარტში დასრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა