თეგებით ძიება

"შესაძლებელია გახდეს საჭირო მათი საქართველოში დაბრუნება" - რას ამბობს დავით ქაცარავა უკრაინაში მოწამლულ ქართველებზე?

ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა, უკრაინაში მოწამლული 6 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

"უმრავლესობის მდგომარეობა გართულდა, სხვადასხვა ტიპის სიმპტომები დაემატა მათ ჩივილებს. მიდის მინიმუმ 6 ადამიანი გამოკვლევებზე. ჩემ სისხლში ეს ნივთიერება დადასტურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემზე საუბარი ნაკლებად არის. შესაძლებელია გახდეს საჭირო მათი საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ, რეალურად ბრძოლისუნარიანობაზე ეს ნივთიერება საკმაოდ მძიმედ ისახება", - თქვა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, უკრაინაში მებრძოლი ქართველები 2 აპრილს გოსტომელში ზარინის ნივთიერებით მოიწამლნენ. 1 თვის შემდეგ კი მათ ახალი სიმპტომები გამოუვლინდათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა