თეგებით ძიება

"მდგომარეობა კატასტროფულია.." - გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა

გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა. ჟუენალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კატასტროფულია.

"მდგომარეობა საგანგაშო კი არ არის, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით არის აბსოლუტურად კატასტროფული. ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს ორჯერ აერია გული სანამ იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს. აქვს ანემია, რომ შეხედავთ ვერ იცნობთ.

ადამიანობა თუ არ გყოფნით, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გყოფნიდეს იმისი, რომ გესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, აქედან ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა