თურქეთის შემდეგ, აზერბაიჯანმაც ჩაუკეტა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე
აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიაში მიემართებიან, საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე მიმართულებით მფრინავი რუსული თვითმფრინავებისთვის თურქეთმაც დახურა თავისი ცა.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.