თეგებით ძიება

ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით ქოცების წასვლას! - ნიკა გვარამია

პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადებით მიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა სამოქმედო გეგმა გააჟღერა, რომელიც ყველა მაგისტრალის გადაკეტვას ითვალისწინებს.

ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება, არც სხვა მაგისტრალებზე, ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია! ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტითვის, იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია, მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპსკენ! მაშ ასე, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. პასუხისმგბელობა ჩვენზეა, ლიდერებზე, პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია, თქვენს გარეშე არაფერი გამოსულა და არც გამოვა არასდროს. 

მაშ ასე! წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო რექტორატის ხელში ჩავარდნილი. წერტილი პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით ქოცების წასვლას!, - განაცხადა ნიკა გვარამია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა