თეგებით ძიება

მისი მდგომარეობა საგრძნობლად არის დამძიმებული - სააკაშვილის ადვოკატი

სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაპატიმრებული პრეზიდენტი მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ქსპრეზიდენტის მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ.

"პრეზიდენტი არის შეუძლოდ და მან ვერ მოახერხა უბრალოდ დიდი ხანი დარჩენილიყო შეხვედრაზე. ეს უკვე შესამჩნევია არაპროფესიონალისთვის, ჩემთვის მაგალითად, უჭირს გადაადგილება, უჭირს ერთ ადგილზე დგომა, წონასწორობის დაცვა. ჩემი შეფასებით, და ეს არის არა ექიმის მოსაზრება, მისი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ. პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა