სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 21.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%
პური და პურპროდუქტები 28.8%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1%
ზეთი და ცხიმი 20.8%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3%
თევზეული 18.9%
რძე, ყველი და კვერცხი 18.0%
ყავა, ჩაი და კაკაო 17.6%
ხილი და ყურძენი 14.4%
ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.9%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, ფასები მომატებულია:
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 29.1% sატრანსპორტო მომსახურებაზე 10.8%
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3.9%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 14.4%
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 11.2%
ფიქციური გადასახადი საცხოვრებელზე 6.5%