თეგებით ძიება

"მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 600 ლარით დავეხმარეთ" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად 600 ლარით დაეხმარა.

"ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეკრება გაიმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში). ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს შეიძლება დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა. ჩვენი მხრიდან მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაუწია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს, რომლებსაც ერთჯერადად, 300 ლარი გადაეცათ. თბილისის მერია, ჯამში, 130 პირს დაეხმარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა