თეგებით ძიება

იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან - რაზე საუბრობს "ოცნება"

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, "ქართული ოცნებიდან" ციხეში მოინახულებენ, მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჯგუფის შემადგენლობაში და როდის შედგება ვიზიტი ციხეში.

„საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, პატიმრობას, საკანს, მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდება და არ ჩაიდინოს დანაშაული. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, სასჯელი არის გარდაუვალი.

მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პროგრამის მართვა ციხეებში. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში," - განაცხადა სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა