თეგებით ძიება

"გიო საბა ისე წახვედით არც გიფიქრიათ რამხელა ტკივილს ტოვებდით მიწაზე" - რას წერს შოთო სიხარულიძე, ესპანეთში გარდაცვლილ ძმებზე?

ბარსელონაში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე წერს.

"გლოვობს სამტრედია ესპანეთში ძმები გიორგი და საბა მატარაძეები გაზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული.. ვუსამძიმრებ მთელს სამტრედიას ამ დიდ ტრაგედიას სიტყვები არ მყოფნის ეს რა უბედურება დატრიალდა ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან.... ორი უკარგესი შვილი აღარ ყავთ მშობლებს ..... ენით აუღწერელი დიდი ტკივილია ეს...... დადუმდა სამტრედია დიდი თუ პატარა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავს ეს შემზარავი ამბავი... "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს... მძულს უსამართლო სამყარო! ჩვენი ბიჭები
ჩემს გონებაში შავი ასოებით ამოიტვიფრა ეს ტრაგედია...

გიო საბა ისე წახვედით არც გიფიქრიათ რამხელა ტკივილს ტოვებდით მიწაზე, რომ უთქვენოდ ქვეყანა დაპატარავდა, უთქვენობაა აუტანელი, მოგაბეზრეთ თავი ჩვენი უბრალოებით და ამიტომ წახვედით.. უნდა მოგფრთხილებოდით... ალბად. უსასრულობაში გინდოდათ ორივე ძმებს ხეტიალი. ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვეთ გაანადგურეთ და თავდაყირა დააყენეთ ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდათ, არ ვიცი ამ ტკივილს როდის შევეგუებით ან შევეგუებით კი საერთოოდ? ანგელოზებს შეგადარებდით, ანგელოზები იყავით და ანგელოზად დარჩებით ყველასათვის, ნათელში იყავით ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო ძმებო გიორგი და საბა.

დღესს 4 მაისს შემზარავი ამბავი მოხდა... ვინც გიცნობდათ ყველა შოკშია ენით აუღწერელი საცოდაობა დატრიალდა...
ყველა ემიგრაციაში დასრულებული სიცოცხლე მტკივა, არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა, ან მიზეზი გარდაცვალების რა იყო, გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ერთმანეთს, უფალს ვებარებოდეთ

ეს დღეებია ცუდი ამბები ტრიალებს, ჩვენს გარშემო. ჩამოთვლას არ დავიწყებ....შემძრა ამ ამბებმა", - წერს შოთო სიხარულიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა