თეგებით ძიება

თბილისის ღამის კლუბებში დაკავებულები 21 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლნენ - 15 პირს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ. ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს." აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ სპეცოპერაცია თბილისის 3 ღამის კლუბში ჩატარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა