თეგებით ძიება

კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ

კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

"არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხირდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება - ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი. სად არის აქ აფექტი ან შეურაცხადობა. ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლებსი აღკვეთას. ოჯახის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლებსი უვადო აღკვეთა", - ამბობს ოჯახის ადვოკატი. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. 26 წლის ბექა ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბექა ჯაიანი შეურაცხადი იყო, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გაუშვან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა