თეგებით ძიება

"წინ ძალზე რთული ორი თვეა!” - რის შესახებ წერს დემურ გიორხელიძე?

ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელ ეკონომიკურ გასაჭირზე წერს.

“აპრილში (2022), რუსეთიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღე-ღამეში შეადგენდა 298 მლნ. კუბ.მ-ს!
მაისის პირველი რიხვებიდან მიწოდებამ შეადგინა
311 მლნ კუბ.მ!
ამასთან,
ოპეკ-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს თავისუფალი სიმძლავრეები და დღე-ღამეში რუსული ნავთობის (7 მლნ. ბარელი) გადაფარვის არანაირი შესაძლებლობააო! ემბარგო ან თვითშეზღუდვა მსოფლიო ბაზარზე აისახება მნიშვნლოვნადო. ცხადია, ფასებზე, პირველ რიგში!
რუსეთის ყველა კომპანიას და სახელმწიფო დაწესებულებას (ცბ, ფინანსთა სამინისტრო) მიეცა დავალება ყველა ვალი (ასევე დივიდენდები) მხოლოდ რუბლებში გადაიხადონ. როგორც განმარტეს, ეს არის სანქციების მე-6 პაკეტის საპასუხო ღონისძიება.
ახლა მთავარია ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება:
2022 წლის პირველი ორი კვარტლის შედეგები განსაზღვრავს მდგომარეობას და ტენდენციებს:
მსოფლიო ეკონომიკაში კარგი არაფერი ხდება. დამატებითი და მთავარი სირთულეები შექმნა ჩინეთის მდგომარეობამ (ლოკდაუნები, მოხმარების შემცირება და ა.შ.)…
მთავარი ომი სწორედ მიდის ეკონომიკასა და ფინანსებში. საბრძოლო მოქმედებებს კი ემოცია და საინფორმაციო პროპაგანდა ვერ ცვლის: რეალობა ერთია, ეიფორია მეორე.
ასე, რომ წინ ძალზე რთული ორი თვეა!”, - წერს ანალიტიკოსი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა