თეგებით ძიება

"უკრაინას მოუთხოვია იარაღი საქართველოსთვის. პრემიერს უთქვამს, მაქ და ვერ მოგცემო" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ ჯაველინები, ცის დამცავი საშუალებები, თვითმფრინავები, ვეტმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ბაირაქთარები, საზენიტო დანადგარები გვაქვს, უკრაინა იმას გვთხოვს და არ უნდა მივცეთ, თორემ, რუსეთი ომს დაგვიწყებსო.
კიდე კაი, არ იცის რუსეთმა თურქული ბაირაქთარებით რო ებრძვიან უკრაინაში:)
მაგარია, შეიარაღება რომ გვაქვს, ამას გვიმალავდით?
უკრაინას მოუთხოვია იარაღი საქართველოსთვის.
პრემიერს უთქვამს, მაქ და ვერ მოგცემო.
უკრაინელებს უკითხავთ, რეიზა ვერ მოგვცემთ და აბა, რად გინდათ, ომი გინდათო?
პრემიერს უპასუხია, არა, რა ომი, 3 საათში აგვიღებენო. იარაღი კიდე, იყოს, ოჯახი ხრამიაო.
ასე იყო, ნეტა?
საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელი გენადი ბესტაევი 5 ჯერ დააკავეს რუსებმა!
მის ეზოსთან გადიოდა საოკუპაციო ხაზი და მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ ბესტაევთან, რომელიც არ ეპუებოდა!
ბოლოს მომაკვდავი მოგვიგდეს!
მის დაკრძალვას არც ერთი ჩინოვნიკი არ დასწრებია!
იმდენი იარაღი გვაქვს ამ პატარა ქვეყანას, რომ 50 მილიონიანი უკრაინის იარაღით მომარაგება შეგვიძლია და 4 მილიონამდე ქართველის დაცვა - არა!
გურულს კითხავენ - გიტარა იცი?
-კი, ძამა, აპა, არ ვიცი!
მიუტანენ გიტარას.
ეიღებს ხელში, აწევს ზემოთ და ამაყად მიმოიხედავს: - ე, აგია, ძამა, გიტარა.
იცოდა, რას ერჩი!
ასე ვართ ჩვენც.
ე, აგია მტერი! - აგი ვიცით, ისიც ზოგმა და ალაგ-ალაგ!", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა