თეგებით ძიება
05. 05. 2022 ბიზნესი

საქართველოში რუსული მობილური კავშირის კომპანია "ბილაინი" იყიდება - ნახეთ ვინ არის მომავალი მფლობელი?

საქართველოში რუსული მობილური კავშირის კომპანია "ბილაინი" იყიდება. მისი ახალი მფლობელია, ხვიჩა მაქაცარია, რომელიც "თბილისი ენერჯისა" და "თელასის" მეწილეა.

"საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა