თეგებით ძიება

„საქართველო იდიოტების სამჭედლოა“

მწერალი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კონსულტანტს ხელს ვკიდებ და ვაშლებთან მიმყავს. „მინდა, რომ ყურადღებით მომისმინო“, - ვეუბნები ყმაწვილ კაცს, - „ვიცი, რომ გასავათებული ხარ, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა მოიკრიფო... ვიცი, რომ აქ ვირული მუშაობა გაქვს, მაგრამ კითხვა, რომელსაც მე დაგისვამ, ისეთი მარტივი იქნება, სახედარიც კი მიპასუხებდა. გესმის, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, უბრალო კითხვას გისვამ და ვალდებული ხარ მიპასუხო. თუ შენ ვერ მიპასუხებ, მაშინ იმას დაუძახე, ვინც მიპასუხებს. უმორჩილესად გთხოვ, არ შეგეშალოს... ამ ვაშლებიდან ფასდაკლება რომელზეა?
„ამაზე“, - ხელს ადებს.
„ამაზე?“
„დიახ, ამაზე?“
„დარწმუნებული ხარ?“
„დიახ, დიახ, ამაზე.“
პარკში ვალაგებ და სასწორთან მიმაქვს, სადაც იგივე კონსულტანტი დგას.
„ამაზე ფასდაკლება არ არის,“ - მეუბნება კონსულტანტი.
მე ფეხის წვერებზე ვიწები და ყურში მანტრას ვეუბნები:
„საქართველო იდიოტების სამჭედლოა“, - წერს შუღლაძე.

„საქართველო იდიოტების სამჭედლოა“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა