თეგებით ძიება

"ახალაშენებულ კორპუსებში მაცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გისოსები გაუკეთონ ფანჯრებსა და აივანს... უნდა იყოს ნებაყოფლობით გისოსები და ამაზე არანაირი ჯარიმა არ უნდა არსებობდეს!"

ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებსა და აივნებზე გისოსების არსებობის აუცილებლობაზე.

"ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

მთელი ღამე არ მეძინა. დღეს დედაჩემთან საუბარს შევყევი და ახსენა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში მაცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გისოსები გაუკეთონ ფანჯრებსა და აივანს. ჯარიმას გვიწერენო, ამბობენ.

მე პირველ სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ზედა სართულზე რომ ვიყო, შიშში ვიქნებოდი. არ მაინტერესებს კორპუსის ვიზუალი, რომლის გამოც ჯარიმას წერენ თურმე. ვფიქრობ, დაშვებული უნდა იყოს ნებაყოფლობით გისოსები და ამაზე არანაირი ჯარიმა არ უნდა არსებობდეს!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ჯგუფში "იპოვე".

"ახალაშენებულ კორპუსებში მაცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გისოსები გაუკეთონ ფანჯრებსა და აივანს... უნდა იყოს ნებაყოფლობით გისოსები და ამაზე არანაირი ჯარიმა არ უნდა არსებობდეს!"




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა