თეგებით ძიება

"მაკდონალდსი" უკრაინაში მუშაობას აჩერებს

სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი "მაკდონალდსი" ომის დამთავრებამდე უკრაინაში მუშაობას აჩერებს.

კომპანიის ცნობით, "მაკდონალდსის" 10 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გაცემას გააგრძელებს, ხოლო პროდუქტები, რაც რესტორნებში ინახებოდა, ჰუმანიტარულ შტაბებს გადაეცემა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა