თეგებით ძიება

"თუ საქართველო მაინც ჩაითრიეს ომში, სუს-ს მივმართავ, ჩაკეტეთ საზღვრები! საქართველოდან ვერ უნდა გავიდეს ვერცერთი პოლიტიკოსი და ბრძოლისუნარიანი მოქალაქე" - სოლომონ ნერგაძე

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სუს-ს მიმართავს:

"თუ საქართველო მაინც ჩაითრიეს ომში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მივმართავ - ჩაკეტეთ საქართველოს საზღვრები! საქართველოდან ვერანაირი მიზეზით (გარდა სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა - სამკურნალოდ მხოლოდ) ვერ უნდა გავიდეს ვერცერთთი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი თუ შრომის და ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა.

შეასრულეთ, თორემ, გპირდებით, ძალიან ცუდ დღეს გაგითენებთ!... მტერს რომ არ უსურვებთ, ისეთ დღეს!... დორბლიანის ციხე მონაგონი და სანატრელი გექნებათ.

ყველანაირად ვცდილობთ ქვეყანას ომი ავარიდოთ.
ერთი გონებაჩლუნგი გამოდის ტელევიზიით და ხმამაღლა აცხადებს რუსებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ, მთელი არმია გაუწყვიტა ან უკრაინის ფრონტზეაო მიჯაჭვული.

იმ გონებაჩლუნგს, ჟურნალისტი რომ ჰგონია თვი ვერ შევასმინე, რომ რუსს თუ ომს აუტეხს, მეორე ფრონტს თუ გახსნის, რუსი ჯარით არ წამოვა. კასპიის ზღვიდან დაგვფარავს მთელ ქვეყანას რაკეტებით-თქო. მაგისთანა გონებაჩლუნგები ამას ვერ ხვდებიან. სიფრთხილეს რომ ახსენებენ, იმნაირ ხალხს ლაჩრებს ეძახიან... ომი რომ ატყდეს, საზღვრებს მიაწყდებიან.

ამიტომ მოვითხოვ სუსისგან - ომში თუ ჩაგვითრიეს, ჩაკეტეთ საზღვრები. მე მაშინვე მოვდივარ და რუსებს თუ გადავურჩი, მაგენს იმდენს გავაგორებ, სანამ ტყია მეყოფა. ილოცონ, რუსებმა მომკლან...

კარგა ხანს აღარ შეგაწუხებთ, მეგობრებო. გონებაჩლუნგი და ხარბი ადამიანები ღუპავდნენ და ანგრევდნენ ჩემს ქვეყანას. გონებაჩლუნგებმა და ხარბებმა გადამიწვეს და დამინგრიეს თბილისი, გადაუარეს სამეგრელოს... 50 წლით უკან, სიბნელეში გადაისროლეს ჩემი ქვეყანა.
უკრაინელ ხალხს მთელი სულით და გულით ვუსურვებ გამარჯვებას რუხ-წითელ ჭირზე.

ვლოცულობ და იმედით ვუყურებ, მათ ბრძოლას - ბრძოლას, რომელშიც თუ ვინმე მაგრად და დაუზოგავად იბრძვის, ჩემი ქართველები არიან... ყველაზე მრავალნი ქართველი ლომები არიან... არავის დასაცინი და გასაკილი მე არაფერი მჭირს - შევიფარე ლტოლვილები, გავათბე, მოვეფერე ჩემს უკრაინელებს... რაც შემეძლო გავუგზავნე...

თავს ზემოთ ძალა კი არაა. ჩემი ქვეყანა ვერაა დაცული რაკეტებით დაბომბვისას - ეს არ ესმით ჩვენს გონებაჩლუნგებს...
ღმერთმა გაამარჯვებინოს უკრაინელ ხალხს!

ღმერთმა დამილოცოს ჩემი ქვეყანა - ყველას წინაშე პირნათელი და ყველასთან მართალი ჩემი ქვეყანა!", - წერს სოლომონ ნერგაძე.

"თუ საქართველო მაინც ჩაითრიეს ომში, სუს-ს მივმართავ, ჩაკეტეთ საზღვრები! საქართველოდან ვერ უნდა გავიდეს ვერცერთი პოლიტიკოსი და ბრძოლისუნარიანი მოქალაქე" - სოლომონ ნერგაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა