თეგებით ძიება

"განვდევნოთ ბარბარიზმები - თემა მანქანაა" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ქართულ ენაში ავტომობილებთან დაკავშირებულ ბარბარიზმებზე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ქართულ ენას და განვდევნოთ ბარბარიზმები.
თემა ისევ მანქანაა:

სალნიკი - ჩობალი
ცეპლენია - გადაბმულობა
კალოდკა - ხუნდი
სვეჩი - სანთელი (აალების)
კრესტავინა - ჯვარედინი
რაზდატკა – გამანაწილებელი
პორშენი - დგუში
შატუნი - ბარბაცა
რაზვალი – თვლების ნახარი
კლაპანი - სარქველი
პადმატორნი რეზინა – ძრავის დამჭერი
პრაკლადკა - საფენი, სადები
კარობკა - კოლოფი (სიჩქარის გადაცემათა კოლოფი)
ბაბინა - კოჭა
პომპა – წყლის ტუმბო
დაჩიკი - მაჩვენებელი
ლუფტი - ფოლხვა
მახავიკი - მქნევარა
სტარტერი – ამძრავი
ტუმანიკი - სანისლე
ქულერი - გამაგრილებელი
პადმატორნი - ძრავის სამაგრი
ნაკანეჩნიკი – ბურთულა სახსარი
ხადავოი - სავალი
ზაპჩასტი - სათადარიგო ნაწილი
ორჯერ-სამჯერ თუ ვიტყვით ამ სიტყვებს, მივეჩვევით კიდეც", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა