"მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან" - სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს შეწყვიტოს, უკრაინაში საომარი მოქმედებები.
"მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, თავდაცვის უფლებით ისარგებლოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.