თეგებით ძიება

„პერმანენტული პროტესტი არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას“ – გიორგი უშიკიშვილი ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე

„ვფიქრობ, რომ პერმანენტული პროტესტი არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას“, – ამის შესახებ მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ ყველაფერი ასე დარჩა და საზოგადოება ამ სიტუაციას შეეგუა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ აღარ ჩატარდება. ყველა მომდევნო არჩევნები იქნება ისეთივე, როგორიც ახლა იყო. ანუ როგორი შედეგებიც აწყობთ, ისეთი შედეგები დაიდება. შესაბამისად თუ ჩვენ გვინდა, რომ არ დავკარგოთ ქვეყანა და თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და მოვიდეს ხელისუფლებაში ის, ვინც ხალხს უნდა, დღეს უნდა დაიცვა შენი ხმა. დღეს უნდა იდგე აქ, რომ შემდეგი ყველა არჩევნები იყოს ისეთი, როგორც შენ გინდა. ამიტომ გარდაუვალია დღეს ყველას გაერთიანება და ყველას აქ ყოფნა. დღეს ყველა ჩვენგანი არის ლიდერი. მე ვერავის მაგივრად ვერ დავიცავ მის ხმას და ვერც ისინი ვერ დაიცავენ ჩემ ხმას. ამიტომ ერთიანობა დღეს არის უმნიშვნელოვანესი“. – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა