„ორი კარვით კეტავდე ქუჩებს… აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი
„ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი პროტესტი…“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
„ორი კარვით კეტავდე ქუჩებს , სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია.
რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია“, – წერს ნინო წილოსანი.