როგორ შევძლებთ შეძენილი ნივთების უკან დაბრუნებას - კანონში ცვლილებები შევიდა
მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც, დამტკიცდა შეძენილი ნივთის 14-დღიანი დაბრუნების ვადა.
„1-ლი ივნისიდან ეს კანონი ეხება ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ყველა მომხმარებელს, ყველა მაღაზიას და, მათ შორის, ონლაინ-მოვაჭრე მაღაზიებსაც.
1-ლი ივნისიდან თუკი მომხმარებელი პროდუქტს შეიძენს და ექნება სურვილი, ეს ნივთი დააბრუნოს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ნაკლიანია ნივთი თუ უნაკლო, ზომა მოერგო თუ არ მოერგო, ფერი მოუხდა, თუ არ მოუხდა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 14 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს უფლება აქვს ნივთი დააბრუნოს, ხოლო მაღაზია (ონლაინ-მოვაჭრეც), სავაჭრო ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ნივთი დაიბრუნოს.
ასეთი მიდგომა მომხმარებლის უფლებებისადმი სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან, ვისაც ევროპაში და ამერიკაში გვიმოგზაურია და მათ შორის, საქართველოშიც იყო რამდენიმე ბრენდი, რომელიც ამას დიდი ხანია აკეთებს.
ძირეული ცვლილება ტექნიკასაც შეეხო. მინიმალური საგარანტიო ვადა 2 წელი გახლავთ, 2 წელზე ნაკლებ საგარანტიო ვადას ვერ გასცემს მაღაზია. მთავარი ამბავი - პირველი 6 თვის განმავლობაში თუკი ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა, მომხმარებელს არაფრის მტკიცება უწევს, მოვაჭრეს გააჩნია ამის მტკიცების ტვირთი. თუკი 6 თვის განმავლობაში ნივთი აღმოჩნდა ნაკლიანი, იგულისხმება, რომ ეს არის ქარხნული წუნი და თუ ასე არ არის, მოვაჭრემ საწინააღმდეგო უნდა ამტკიცოს.“ - განაცხადა კორძაიამ „დილა მშვიდობისა საქართველოში“.
წყარო