თეგებით ძიება
12. 05. 2022 ბიზნესი

სილამაზე, ჯანმრთელობა და ესთეტიკური ტექნოლოგიები - ინოვაციური გზა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს პასუხობს

სილამაზის, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნება ყველა საუკუნესა და ეპოქაში აქტუალური იყო და არის დღესაც. ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად მრავალგვარი კოსმეტოლოგიური და სამედიცინო პროცედურებისა, ყოველდღიურად მიმდინარეობს კიდევ უფრო ეფექტიანი მეთოდებისა და ტექნოლოგიების მოძიება.

21-ე საუკუნეში სილამაზის სადარაჯოზე დგას მეცნიერებსა და მედიცინასთან ერთად, კომპანია "არაშ მედიქალ ჯორჯია" და მისი გუნდი, რომელთა ერთობლივი ნაბიჯები, სილამაზისა და ესთეტიკური ჯანმრთელობის თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობენ.

ახალი ტექნოლოგიები ეს არის შესაძლებლობა, შეინარჩუნო ახალგაზრდობა, სილამაზე, ასევე გამოასწორო და გააუმჯობესო ხარვეზები ეფექტიანად ისე, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო და ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იყოს.

რაშია იდეალური სილამაზის საიდუმლო? - ამ კითხვას ჩვენს ეპოქაში შეიძლება ვუპასუხოთ ასე: თანამედროვე ესთეტიკურ ტექნოლოგიებში.
ესთეტიკური სილამაზის ტექნოლოგია მრავალგვარია. სანდო, ხარისხიანი და ინოვაციური აპარატურა კი ასოცირდება ამერიკულ კომპანიასთან - Candela Medical, რომელიც გლობალურ დონეზე ლიდერია არაქირურგიული ესთეტიკური აპარატურის წარმოებასა და რეალიზაციაში.
კომპანიის მრავალმხრივი ტექნოლოგიები მოიცავს:

ლაზერულ ეპილაციას;
სხეულის კორექციას;
კანის გაახალგაზრდავებას;
სხვადასხვა სახის პიგმენტაციისა და სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების მოცილებას;
სვირინგების, ნაწიბურების,სტრიების მოცილებას და სხვ.

ცნობილი ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის 2017 წელს დაფუძნებული კომპანია „არაშ მედიქალ ჯორჯია“, რომელიც მსურველებს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:

უახლეს და უმაღლესი ხარისხის ესთეტიკურ აპარატურას Candela Medical-სგან;
სრულყოფილ სერვისულ მომსახურებას, როგორც გარანტიის ფარგლებში, ასევე გარანტიის ამოწურვის შემდეგაც;
ადგილზე არსებული სათადარიგო ნაწილების ბაზას, რაც პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მისი მოგვარების უსწრაფეს გზას წარმოადგენს;
სრულყოფილ კლინიკურ სწავლებას;

სრულ მხარდაჭერას სალიზინგო კომპანიებთან თანამშრომლობისას.

„არაშ მედიქალ ჯორჯია - ეს უკვე ხარისხია“ - არის კომპანიის სლოგანი, რომელიც პრაქტიკულად დამტკიცებული და გამოცდილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაზა - „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ თავის მნიშვნელობას კარგავს, რადგან „არაშ მედიქალ ჯორჯია“ კომპანია Candela Medical -თან თანამშრომლობით იმ შედეგს დებს, რაც თანამედროვე სილამაზის სტანდარტებსა და მოთხოვნებს პასუხობს. მათ ვისაც სურს კომპანიასთან თანამშრომლობა შეგიძიათ დაუაკვშირდეთ 032 277 66 22 ან ეწვიეთ Facebook გვერდს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა