რუსეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას საფრთხედ აღიქვამს
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პესკოვის თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
"ნატო-ს კიდევ ერთი გაფართოება არ ხდის ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. რუსეთი გააანალიზებს ალიანსში ფინეთის შესვლის ვითარებას და რუსეთის პასუხი დამოკიდებული იქნება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ქვეყნის საზღვართან", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.