ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი შეაჩერა
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს და კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის შესყიდვის პროცესი შეაჩერა.
ბიზნესმენი ელოდება კვლევის შედეგებს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად არის თუ არა სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები 5%-ზე ნაკლები.
მასკის განცხადების შემდეგ, "ტვიტერის" აქციების ფასმა 20%-ით დაიკლო.