თეგებით ძიება

"ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი, ნიკა გვარამია" - შალვა ნათელაშვილი

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა - ამ ფაქტს სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

"რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა.დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი--ნიკა გვარამია. იმედია ჩვენი დასავლეთლი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან,რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ--ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ--ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი--ატლანტიკურ ლობისტებს.“, - წერს "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა