თეგებით ძიება

"მადლობა ბიძინას! გაუმარჯოს დიქტატურას!" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"პოლიტიკურია, თუ არა სასჯელი, ამის დასადგენად არც თქვენ განწობას გამოიკითხავს ვინმე და არც იმას, მოგწონდათ გვარამია, თუ არ მოგწონდათ, დაისმება კითხვები – როდის დაიჭირეს, რა პერიოდში, რა დროის შემდეგ, რისთვის დაიჭირეს, ვინ უჩივის და ვინ დაიჭირა...
ვერც ერთ ამ კითხვას ვერ ექნება ისეთი პასუხი, რომ პოლიტიკურ პატიმრად არ ჩაითვალოს.
ამიტომ, ვინც ახლა ღარიბაშვილს და ივანიშვილს ამ ნაბიჯისთვის აქებთ, მათი მტრები ხართ!
ხო, ოცნების მომხრეები რომ ღარიბაშვილს და ივანიშვილს აქებთ გვარამიას დაჭერისთვის, ესეც იმის ნიშანია, რომ პოლიტიკური სასამართლო გვაქვს, თორემ, ან ერთს ვინ ეკითხებოდა, ნორმალურ ქვეყანაში, ვინმეს დაჭერას და ან მეორეს?
მაგრამ, აბა, რა ვუყოთ, სულ ცარიელი თავები და ცარიელი თავებია, მარტო ჯიბე და ჯიბეა...
მადლობის გადახდა გინდათ?
მადლობას უნდა ეუბნებოდეთ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს:)
რავალია, დამწკრივდეთ ქოცები და მადლობა მურუსიძესო იყვიროთ, ხო?
ამიტომ, მადლობა ბიძინას!
გაუმარჯოს დიქტატურას!", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა