თეგებით ძიება

"საქართველო ქცეულია მარიონეტ ღარიბასა და მისი ძონძი კუკლების სასელფაო აყროლებულ წუმპედ" - დეკანოზი

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ბატონ ნიკა გვარამიას დაჭერა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დიქტატურა და ავტორიტარიზმი ძლიერდება საქართველოში, ეს კი კატასტროფაა ჩვენი ერისთვის.
მთელი ქვეყანა და ერი ვიმკით უდიდეს შეცდომების შედეგებს, როდესაც 2004-2012 წლებში
ა) ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება, მორალური და სამართლებრივი წმენდა არ მოხდა;
ბ) რუსული აგენტურული ძალების სრული ნეიტრალიზება-განადგურება არ მოხდა თავის ივანიშვილ-შიოლაშვილებითა და ჯანდაბებით;
როგორც სახელმწიფომ და ერმა გავუშვით ისტორიული შანსი ხელიდან, და ახლა არ ვიცი თუა შესაძლებელი მისი მობრუნება, რადგან ჩასარეცხი განავალი ჩაურეცხავი დარჩა და მთელი საქართველო წაბილწა და მოწამლა. ერთადერთი, იმპერიალისტური რუსეთის გლობალური მარცხი და განადგურება რჩება საქართველოს გადარჩენის იმედად და რაღაც პერსპექტივას აჩენს. ამის გარეშე საქართველო ქცეულია მარიონეტ ღარიბასა და მისი ძონძი კუკლების სასელფაო აყროლებულ წუმპედ, სადაც მერი კალაძის "ფეშენ ვიკი" ძალიან ევროპად და ეროვნულ პროგრესად სჩანს.
P.S. სახელმწიფოს გადარჩენისთვის ჰაერივით გვჭირდება ახალი თაობის, ჯანსაღი, ინტელექტუალი, გაუსვრელი პროდასავლური პოლიტიკოსების გამოჩენა ასპარეზზე!", - წერს ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა