თეგებით ძიება

“გვარამიას ადგილზე გახარებული ვიქნებოდი, ესე ცოტა რომ მოესაჯათ ამდენი სიბოროტისთვის” - გიორგი გაბედავა

“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"გვარამიას გულშემატკივრებს ნამდვილად არ გაქვთ სატირლად საქმე. ამდენი დანაშაულის, სიბოროტის და მავნებლობის შემდეგ მხოლოდ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ვიცით რომ ამდენ ხანს ისედაც არ გაგრძელდება, ფაქტიურად ყველაფრის ჩამორეცხვას ნიშნავს.

გვარამის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წელი ისე გავატარე ჯოჯოხეთურ ციხეში, ეხლაც ვერ ვხვდები ესეთ აშკარა კანონდარღვევაზე როგორ წავიდა სასამართლო და პროკურატურა. კადრები არსებობდა სადაც თავიდან ბოლომდე ჩანდა რომ არავინ გვიცემია და მითუმეტეს დავით აქუბარდია.

ამ ყველაფრის მერე ეს ხალხი წივის კივის ერთ ამბავშია, თავისუფლების ძეგლი დაგვიპატიმრესო. ვინმეს სჯერა თქვენი?
გვარამიას ადგილზე რომ ვიყო გახარებული ვიქნებოდი ესე ცოტა რომ მოესაჯათ ამდები სიბოროტისთვის", - წერს გიორგი გაბედავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა