ხორბლის და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ხორბლის და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ ეს საკითხი იყო პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა".
"საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო და ეს მცირე ჯგუფების მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი", - განაცხადა პრემიერმა.