ცელსიუსი - ქართული კომპანია ევროპული ხარისხი
გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსი“ ქართველი მომხმარებლისთვის ცნობილი ბრენდის „არისტონის“ ექსკლუზივით არის წარმოდგენილი ბაზარზე.
„ცელსიუსი“ ახალი კომპანიაა, რომელიც გათბობა-გაგრილების სისტემებს, „არისტონის“ და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. ამასთან, ხელმისაწვდომია „ონლაინ“ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი.
ახალი კომპანია, რომელიც როგორც საცალო, ასევე საბითუმო ქსელებს, რეალიზატორებს და მომხმარებელს აერთიანებს.
ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზია (ა.ბელიაშვილის #136, ა.წერეთლის #117, ფატმანის #3-ცენტრალური საწყობი )
რეგიონები: ზუგდიდი (გამარჯვების #9), ბათუმი (ა.პუშკინის #112) ქუთაისი (ჭავჭავაძის 62) თელავი(ვარდოშვილის 16)
თავდაპირველად (წლის დასაწყისში) თბილისში შპს „არტლაინ ვინგსი„ ერთი მაღაზიით შემოვიდა ქართულ ბაზარზე , რომელმაც 2020 წლის ბოლოდან უკვე „ცელსიუსის„ სახელით დაიწყო ოპერირება. ამ ეტაპზე კომპანია 7 ფილიალითაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
საინფორმაციო საიტი და დამხმარე სახელმძღვანელო პორტალი celsiusi.ge შეიქმნა საცალო მომხმარებლებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიოს ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია ან/და მოახდინოს პროდუქციის შეძენა.
კომპანიის ერთ - ერთ უმთავრესი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია, ხარისხიანი მომსახურება და საიმედო გარემო ოჯახის თითოეული წევრისთვის. სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს დაცვა , ნაკლები ზიანი ბუნებას, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია .
ცელსიუსი არის ახალი კომპანია, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება, მართავს ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხი და მომსახურება, მოვიპოვოთ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი