თეგებით ძიება
19. 05. 2022 ბიზნესი

პრესტიჟი , დასვენება და ინვესტიცია

გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, იგი ასევე იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით. მცირეთოვლიანობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. თოვლის საშუალო სიმაღლე მთის ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და მშვიდი ამინდები.

გუდაური მიჩნეულია კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის სათხილამურო კურორტად, რომელიც დამსვენებლებს მრავალფეროვან სათხილამურო შესაძლებლობებს სთავაზობს. 80 კმ-ზე მეტი, მოვლილი სათხილამურო ტრასის, 17 საბაგიროს, სასრიალო ტრასების სირთულეების ფართო არჩევანისა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო, გუდაური წლებია ინარჩუნებს საქართველოში საუკეთესო სასრიალო ადგილის სტატუსს და საინვესტიციო მიმზიდველობას.
2019 წლის მონაცემებით გუდაურში 52 სასტუმრო, 985 ოთახი და 2,320 საწოლი იყო, რომელთა ზომა და კლასიც საკმაოდ მრავალფეროვან სურათს ქმნიდა.

2022 წელს კიდევ ერთი ოთხ სართულიანი თანამედროვე სტანდარტებით და ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალებით აშენებულ სასტუმრო „Capitel Group - გუდაური“ შეემატება სიას, რომელიც მოიცავს 27 სამი ტიპის აპარტამენტებს: სტუდიოს, ერთ-საძინებლიან და ლუქსის ტიპის აპარტამენტებს.

„Capitel Group - გუდაური“ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მისი და მისი ოჯახისთვის/მეგობრებისთვის შექმნას უზრუნველყოფილი დასასვენებელი კურორტ გუდაურში და ასევე განახორციელოს მომგებიანი ინვესტიცია.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური აპარტამენტის ფართი შეადგენს 23.2 კვ.მ.
,,Capitel Group - გუდაური“ მომხმარებელს როგორც შავი კარკასის კონდიციით ჩააბარებას, ასევე რემონტით, რაც მოიცავს :
სამზარეულოსა და სააბაზანოს სრულად მოწყობას;
ავეჯს;
ტექნიკას;


სასტუმრო ,,Capitel Group - გუდაური“- ს მიმდებარედ მოეწყობა ეზო, წინა და უკანა ტერასა, სადაც დაგხვდებათ მოწყობილი მწვანე სივრცე. განთავსებული განათება, სკამები, ნაგვის ურნები, ასევე მცირე ზომის საბავშვო სივრცე.
Capitel Group-ში ყველა დამსვენებელის უსაფრთხოება დაცულია 24 საათიანი ვიდეომონიტორინგით.
აპარტამენტების შესაძენად გადახდის პირობა შემდეგნაირია: პირველადი შენატანი აპარტამენტის ჯამური ღირებულების 20%-ს შეადგენს, ხოლო ყოველთვიური მინიმალური გადასახადი 2100 ლარია მშენებლობის დასრულებამდე 2022 წლის 30 დეკემბრამდე. ასევე შესაძლებელია აპარტამენტების შეძენა 12 თვეზე თანაბარი გადანაწილების პრინციპით, პირველადი შენატანის გარეშე. ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 5-7% ფასდაკლება.

„Capitel Group - გუდაური“ -ს მთავარი მიზანია თავდაუზოგავი ერთგულება მათი კლიენტებისა და საზოგადოებისთვის შესრულებულ სამუშაოზე. კომპანია პირველ რიგში მომხმარებლებისა და საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებს. „Capitel Group - გუდაური“-ს საქმიანობა დაფუძნებულია ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებზე. გუნდი მუმდივად ორიენტირებულია მოიძიოს ყველა სიახლე, რასაც თანამედროვე არქიტექტურა ჰქვია.


დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დარეკოს შემდეგ ნომერზე: +995 514 19 99 11
მიწეროთ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/capitel.ge ან ეწვიოთ საიტზე www.capitel.ge

საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით: +995 514 19 99 11
გაყიდვების სათაო ოფისის მისამართია ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 117ა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა