თეგებით ძიება
19. 05. 2022 ბიზნესი

როგორ გავყიდოთ უძრავი ქონება?

სამშენებლო ინდუსტრიისა და უძრავი ქონების ბიზნესის წილი საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია და წლიდან წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, როგორც სამშენებლო სექტორი, ასევე უძრავი ქონების ბაზარი ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება მივიჩნიოთ კვალიფიციური ინფორმაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობა. უძრავი ქონების შეძენისას ან გასხვისებისას, მნიშვნელოვანია, კომპეტენტური და სანდო ინფორმაციის ფლობა, რის საფუძველზეც მომხმარებელი მიიღებს საკუთარი მოთხოვნების, ბიუჯეტისა და მდგომარეობის შესაბამისად ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

უძრავი ქონების ინდუსტრიაში მოღვაწე ინოვაციური კომპანია „ლემონს ჯგუფი“ მშენებლებს და მათ, ვინც ამ ბიზნესში ოპერირებს, გამოწვევების გადაჭრაში კვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.

პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების სააგენტო „Lemons Group”-ი თავის გუნდთან ერთად, ზრუნავს პარტნიორების ინტერესებსა და მათი ბიზნესის განვითარებაზე. კომპანია მსურველებს საქართველოს მასშტაბით, უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ საინტერესო ვარიანტებს სთავაზობს.

„ლემონს ჯგუფი“, როგორც ერთგვარი ჰაბი, მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ სწორი და საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაშიც ეხმარება. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს გარკვეული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, საკუთარი გასაყიდი/შესაძენი ქონების თუ პროექტის შესახებ განათავსოს კომპანიის ბაზაში ინფორმაცია. დარეგისტრირებული განცხადების საფუძველზე, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით, კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რაც მათ დროსა და რესურსზე დადებითად აისახება.

ამასთანავე, „Lemons Group” მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ამომწურავი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემები უძრვი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ თვის, კვარტლის თუ წლის ჭრილში.

გარდა ამისა, „ლემონს ჯგუფი“ სამშენებლო კომპანიებსა და ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე მოთამაშეებს, უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც მენეჯმენტში, ასევე გაყიდვებსა და მარკეტინგში, რაც მათი ბიზნესის ზრდისა და მოგების წინაპირობაა.

სააგენტოს სამომავლოდაც დიდი გეგემები აქვს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების შექმნას ისახავს მიზნად. უახლოეს პერიოდში კი, „ლემონს ჯგუფი“ უძრავი ქონების, როგორც სატელეფონო, ასევე პირდაპირი გაყიდვების ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავს.

ამგვარად, თუ გინდათ იყიდოთ ან გაყიდოთ უძრავი ქონება, იყოთ ინფორმირებული სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, მიიღოთ კომპეტენტური რჩევები თქვენი ბიზნესის განსავითარებლად და მოგების გასაზრდელად, “ლემონს ჯგუფი“ სწორი არჩევანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა