თეგებით ძიება

"ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რომ "ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.

"იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს. უხეშად შეიძლება ითქვას, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს ეს წილი. ამიტომ, მე უკვე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა