თეგებით ძიება

ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა, რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ნოე ჟორდანიაზე ისაუბრა.

„ბიძინას პრიმიტიული ტაქტიკაა, ერთ მხარეს ღარიბაშვილი ბნელებისთვის და მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მომხრეებისთვის. რომელიც დამჭირდება, იმას წამოვწევო. ორი ხელით მუშაობს ივანიშვილი, ერთი ხელია ბნელი, ჩვენი საზოგადოების არქაული მხარე, აქეთ ვითომ სიმართლე, ვითომ ევროპისკენ… თან საფრანგეთიდანაა ჩამოსული, ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების და აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. „ვეფხისტყაოსანი“ იქ რომ წაიკითხა და უი, რა კარგი ყოფილაო,“ – თქვა გუბაზ სანიკიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა