თეგებით ძიება

ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს არ მიეცემა საშუალება, საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენოს.

"ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან, მაგალითად, გაეროს სანქციათა კომიტეტის რეგულაციებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციასთან. ჩვენი კანონმდებლობა, მაგალითად, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ხელშეწყობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ა.შ. უზრუნველყოფს სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ინფორმაციის გაცვლა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის, სანქცირებული არც ერთი კომპანიის და ინდივიდის უკანონო საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა