თეგებით ძიება

"ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული" - რას ამბობს გიული ალასანია?

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შვილის სანახავად კლინიკა "ვივა მედში" მივიდა.

მისი თქმით, ის ბევრი რამით უკმაყოფილოა.

"ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული. ძალიან ხშირად მესმის, ტელევიზიებითაც, გადაცემებში, ,,მე კი არ ვიყავი მისი მომხრე", თურმე, არავინ არ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ იყო მისით კმაყოფილი, ამ ქვეყანაში მისით ყველა ნაწყენი აღმოჩნდა.

საერთოდ ვარ ამ ვითარების გამო ნაწყენი, რაც მივიღეთ. ქვეყანაში საზოგადოება უნდა იყოს. მე სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავ", - ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანია უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა არ ინიშნება.

"დრო გადის, ექსპერტიზა არ ინიშნება, დღეს სამუშაო დღეა. ველოდებოდი, რომ ვიღაცა შევიდოდა. არ ჩანს არავინ. მხოლოდ ეს ჩანს, რომ მიშა არ ჭამს", - აცხადებს გიული ალასანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა