თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს - თამარ კორძაია იუსტიციის მინისტრს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ პარლამენტში იუსტიციის მინისტრ მიმართა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მის კარიეას გაანადგურებს.

ბატონო რატი, რომ გისმენდით ამ დაღლილზე, ციხეში ყოფნა მომინდა ისეთი ზღაპრული სამყარო აგვიღწერეთ. მე გულწრფელად მჯერა თქვენი სურვილების, რომ რეფორმა ჩაატაროთ და პენიტენციური სისტემა იყოს უკეთესი. ასევე, მჯერა, რომ თქვენ ბევრს აკეთებთ ამისთვის, მაგრამ არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების შესაძლებლობას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი [ფაქტი] საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის.., ყველა წერილში გიხსნით,რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები იმ ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს, არ გინდათ დაამტკიცოთ, რომ არ კლავთ, მაგრამ როცა საჭიროდ ჩათვლით, მზად ხართ. პერსონალური მონაცემები გაასაჯაროოთ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს“, - განაცხადა კორძალიამ.

პარლამენტი დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა