თეგებით ძიება

"მას არ აქვს არცერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში“ - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი დიაგნოზი, რომელიც საქართველოში არ იკურნება.


"ბრალდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ საუბარია საზღვარგარეთ გადაყვანაზე ან ა.შ. ჯერჯერობით, ისიც მინდა გითხრათ, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს არცერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში და მსგავსი მოწოდებით, შეურაცხყოფას ვაყენებთ ექიმებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო - სასჯელის გადავადებასთან ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა