თეგებით ძიება
29. 05. 2022 ბიზნესი

გინდა, შენს პროექტებს იცნობდეს ყველა და გქონდეს გაყიდვების ზრდა? მაშინ ეს სტატია შენთვისაა

თანამედროვე ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში მძაფრი კონკურენციაა, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის, მასშტაბით დეველოპერული პროექტების სიმრავლე, მომხმარებელს გარკვეულწილად აბნევს და არჩევანის გაკეთებას ურთულებს.

კომპანია „ლემონსი“, რომელიც ვებ და მარკეტინგულ ბიზნესინდუსტრიაში საქმიანობს , უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველს სწორედ ამ დილემის გადაწყვეტაში ეხმარება, აწვდის დროულ და ადეკვატურ რეკომენდაციებს, აცნობს ყველაზე ოპტიმალურ და მომხმარებლის საჭიროებასა და ნება-სურვილზე მორგებულ ალტერნატიულ ვარიანტებს, ხოლო სამშენებლო კომპანიებს კი – ბრენდისა და პროდუქტის/მომსახურების პოპულარიზაციასა და შესაბამისად, გაყიდვების უპირობოდ ზრდას სთავაზობს.

,,ლემონსი’’ მარკეტინგის სფეროში არის ნოვატორი კომპანია, სადაც თქვენ და თქვენი ბიზნესის წარმატებაზე, ცნობადობაზე, განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრობენ, მსჯელობენ.

2018 წელს, სწორედ ,,ლემონსმა’’ დანერგა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე უკონკურენტო სერვისი, როგორიცაა 100%-იანი დაფინანსება ციფრულ მარკეტინგში. შედეგად, ლემონსის ჩართულობით, კომპანიები თავიანთ გაყიდვებს მკვეთრად ზრდიან. ასეთ წარმატებულ მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი", Solis Residence Batumi, "მ25 ინ ბაკურიანი", "სოლუმ დეველოპმენტი", Aliya Group და სხვა.

ლემონსი წლების განმავლობაში ემსახურება ისეთ სამშენებლო კომპანიებს, როგორებიცაა: "მწვანე უბანი ლისთან", "მონოლით ჯგუფი", "ნინოშვილი 51", "ეკო სახლი დიდი დიღომი", "ზელისი" და მრავალი სხვა.

თუ აქამდე მშენებლებს თავად უწევდათ ეკეთებინათ ყველაფერი ერთად:

მშენებლობის პროექტის მართვა,
გაყიდვების გუნდის შერჩევა,
მარკეტინგული გათვლების შემუშავება,
სოციალური მედიის მართვა,
ანალიზი და რეპორტინგი,
ბიუჯეტის კონტროლი,
იურიდიულ ნაწილზე პასუხისმგებლობა,
ცხელი ხაზის მართვა და სხვა,


სამშენებლო კომპანიასთან აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზების ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან,
,,ლემონსი’’ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ძირითადად საკუთარი ფინანსური რესურსის ხარჯზე, მართოს და შეასრულოს დაკისრებული უფლება-მოვალეობები. აღნიშნული სტრატეგია, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანიის ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას და ფინანსური რესურსების რაციონალურ განაწილებას.

ამასთან ფაქტიურად ნულამდე არის დაყვანილი გარკვეული ტიპის რისკები, რაც მოიცავს უამრავი შესაძლო პრობლემის დროულ მოგვარებასა და თავიდან აცილებას: მომხმარებელთან სადავო სიტუაციის განმუხტვით დაწყებული, აშენებული კორპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის შემდგომი ზედამხედველობის პროცესის, ჩვენი ნდობით აღჭურვილი, ამხანაგობის თავმჯდომარისთვის გადაბარების საკითხით დამთავრებული.

თუ თქვენი სამშენებლო კომპანია დაინტერესებულია ,,ლემონსი’’ გუნდის მიერ შემქნილი პროექტით -,,აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზება’’ და გსურთ პარტნიორული თანამშრომლობით:

მნიშვნელოვნად გაიმარტივოს, სწრაფად და პროფესიონალურად მართოს მარკეტინგული საქმიანობა, დაზოგოს დრო და შეიქმნას კომფორტი;
შეამციროს ადამიანური რესურსების არარაციონალური განაწილება;
შეამციროს და სწორად გათვალოს სავარაუდო ფინანსური დანახარჯი;
აირიდოს რისკები;
გაზარდოს ბრენდის, პროდუქტის, მომსახურების ცნობადობა და მოახდინოს წარმატებული პოზიციონირება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიის ბაზარზე და სხვ.


მაშინ გაეცანით კომპანია „ლემონსის“ ინოვაციური შეთავაზების სრული სპექტრს ლინკზე : https://lemons.ge/ka/blog/52
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის დაუკავშირდით ნომერზე: (+995) 032 2 45 01 01
ელ. ფოსტა: [email protected]
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ვებ-გვერდი: www.lemons.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა