თეგებით ძიება

თაკო ჩარკვიანი საყოველთაო ამნისტიიის ინიციატივით გამოდის

პარტია "კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი საყოველთაო ამნისტიის ინიციატივით გამოდის.

"საქართველოს ასეთი მძიმე მდგომარეობა არ ჰქონია. მე პატიმრების მშობლებსაც მივმართავ, კარგად დამიგდონ ყური, რაზეა საუბარი. სანამ ჩვენ რეფორმები არ მიგვიღია, წავიდეთ, ვიფიქროთ, დიდ საყოველთაო ამნისტიაზე. ეს საქართველოს გადარჩენა მგონია, იმიტომ რომ ჩვენ ამ გაწევ-გამოწევაში ქვეყანას ვკარგავთ. მე, ასეთი რამ ვუთხარი პრემიერს ორი დღის წინ, რომ თქვენც არ აღმოჩნდეთ სამომავლოდ რევანშისტულ დაფაზე-თქო. ისტორიულად პოლიტიკურმა რევანშმა არ იცის შეჩერება. ერთადაერთი გზა, როდესაც რევანში ჩერდება, ეს გახლდათ საყოველთაო ამნისტია", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა