თეგებით ძიება
31. 05. 2022 COVID - 19

"ძალიან კარგი სიახლე..." - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს"

"ძალიან კარგი სიახლე:
პირველად პანდემიის ადრეული პერიოდის შემდეგ (2020 წლის მარტიდან), მსოფლიოში აღირიცხება 1,500-ზე ნაკლები #COVID19 კოვიდის გამო სიკვდილიანობა დღეში!

ამ ვერაგი ვირუსის კონტროლი შესაძლებელია! გააგრძელეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა რეკომენდაცია:
მიიღეთ სწორი ინფორმაცია სანდო წყაროებიდან
გაიკეთე ვაქცინაცია
აუცილებლად არ დაგავიწყდეთ კოვიდ ვაქცინების ბუსტერები პროტოკოლის მიხედვით.
ხშირად გაიწმინდეთ/დაიბანეთ ხელები.
გამოიყენეთ საპონი და წყალი, ან სპირტზე დაფუძნებული ხელის სარეცხი საშუალება.

გამოიყენეთ სამედიცინო/ქირურგიული ნიღბები (“ფხაკაძის” პირბადე არის ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში საქართველოში ხელმისაწვდომ ფასში)
აირჩიეთ ღია, კარგად ვენტილირებადი ადგილები და აერიდეთ დახურული სივრცეები.
გახსენით ფანჯარა, თუ შენობაში ხართ და გაანიავეთ დახურული სივრცე.
დარჩით სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობთ.
იყავით პოზიტიური
ყვრლაფერი კარგად იქნება
ჯანმრთელობას გისურვებთ…!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა