თეგებით ძიება

ნინო ლომჯარიას რატომღაც მხოლოდ 1 ან 2 პატიმარი ახსენდება - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველის ინიციატივას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

"დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მოხდეს, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ 1 ან 2 პატიმარი ახსენდება. მე ერთხელ დავსვი კითხვა და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის ნინო ლომჯარიამ, როგორც იცის პატიმარ სააკაშვილისა და გვარამიასი. ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობასა და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არის მისი პრობლემა და ამიტომაც აქვს ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა