თეგებით ძიება
12. 06. 2022 COVID - 19

"კორონავირუსი მძვინვარებს, რომელსაც ”სეზონურ გრიპს” ეძახიან...მასობრივი თავის მოტყუების რეჟიმშია ქვეყანა" - რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"კორონავირუსი მძვინვარებს, რომელსაც ჩვენთან ”სეზონურ გრიპს” ეძახიან და არავინ იკეთებს ტესტებს. მეც “სეზონური” მეგონა, რომ არა სახლში შემთხვევით აღმოჩენილი სწრაფი ტესტები, რომელმაც მყისვე დაგვიდასტურა, სინამდვილეში თუ რა იყო.

მასობრივი თავის მოტყუების რეჟიმშია ქვეყანა. ხელისუფლებას და სამედიცინო ჩინოვნიკობასაც აწყობს თვალის დახუჭვა. შეჩერდა აცრის პროცესი. ნაცვლად იმისა, როგორც ეს მაგალითად, ისრაელშია, იზრუნონ იმუნიტეტდაქვეითებულ და ასაკოვან ადამიანებზე და მისცენ მეორე ბუსტერის უფლება, ერთ მშენიერ დღეს გამოგვიცხადებენ, რომ ფაიზერის ვაქცინები ისევ გადასაყრელია. დანაშაული იყო 400 ათასი დოზა ვაქცინის გაფუჭება, რომლის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ლარი იყო.

16 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ვირუსმა საქართველოში, რაც ერთ-ერთი ყველზე მძიმე შედეგია მსოფლიოში. ამაში დამნაშავე ბევრია", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა