თეგებით ძიება

"ვანო ჯავახიშვილი უმუშევარი დარჩაო და ნანუკა ტირის..." - რას წერს ნათია ბერიძე

POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ვანო ჯავახიშვილი უმუშევარი დარჩაო და ნანუკა ტირის 1 წლის შვილი მყავდა და აქტიურობის გამო ჯერ სტატუსი შემიჩერეთ უნივერსიტეტში მარტოხელა დედას და მერე ყველა სამსახური უარს მეუბნებოდა, გავივლიდი გასაუბრებას ამიყვანდნენ, დილით სამსახურში უნდა გავსულიყავი და ღამე მირეკავდნენ ბოდიში ვეღარ აგიყვანთო, მიზეზი რა თქმა უნდა ისევ ჩემი აქტიურობა იყო…

სხვათა შორის ვანოსავით ფულები არ მიკეთებია არც მე და არც ჩემს ოჯახს და ჩემი უსამსახურობა ჩემი მცირეწლოვანი შვილის შიმშილის ტოლფასი იყო, რომ არა ჩემი მშობლები ისიც მათი ღამის თენების, წვალების და უბედურების ხარჯზე!", - წერს ბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა