ვფიქრობთ, ორ აქციას შორის არჩევანი არ გავაკეთოთ და 18 ივნისს შევიკრიბოთ - ალექსანდრე რაქვიაშვილი
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება, სადაც ამ უკანასკნელმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე მეორე აქცია 16 ივნისს დააანონსა.
"თუ ერთ აქციაზე წახვალ, ქოცი ხარ, თუ მეორე აქციაზე მიდიხარ, ნაცი ხარ და უკვე აუტანელი გახდა ეს არჩევანი. იმის ნაცვლად, რომ ვცადოთ საერთო გზის პოვნა, ვაჩვენოთ ევროპელებს, რომ მართლა ევროპა გვინდა, ამისთვის მაინც შეგვიძლია ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ შიდა პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორს შორის არჩევანი არ გავაკეთოთ და ჩვენით შევიკრიბოთ 18-ში", - განაცხადა რაქვიაშვილმა.