თეგებით ძიება

ხმას რომ არ იღებთ, თქვენივე ხალხმა, თქვენი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რომ ცემა! რატომ აღარ ითხოვთ დამნაშავის გამოვლენას? აა, იცით ხომ ვინცაა? - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დერვიშების წყევლამ უფრო მალე გიწიათ...

აბა რა გეგონათ,ბნელი როკვით,

თურქული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ელემენტი, სუფიური ცეკვა,  დერვიშის მისტიკური  ცეკვა,  რომ შეურაცხყვეთ?დერვიშები, სინქრონული, წრიული მოძრაობით, ღმერთისკენ აპყრობილი ხელებით  საკუთარი ჭეშმარიტი გზის, უმაღლესი და სუფთა მესკენ, ღმერთთან უფრო ახლო ყოფნას ესწრაფვიან, თქვენ კი ზნედაცემული კოჭლი, ბრიყვული ბზრიალით, მათი სულები შებღალეთ, თან ქაშუეთის წინ ..

ღმერთი ერთია ..

რას ელოდით ასი ათასი მოწამის ხიდზე კანაფით,

ალკოჰოლით და ფსიქოტროპული ნივთიერებით გაჟღენთილები მეტეხს რომ შეურაცხყოფდით?

ჯერ თქვენამდე არ მოუღწევია ქრისტეს გამოსახულებით დამწვარი კუბოს წყევლას, მე პირადად ვლოცულობ, რომ გეპატიოთ...

 მამა შალვასთან  ეკლესიაში შევარდნა ვის ტვინში მოიხარშა?

და ბოლოს ჩვენი უსაყვარლესი,

კეთილი მწყემსის საქართველოს პატრიარქის აუგად ხსენება განა გეპატიებათ?  

 რა გეგონათ? 

სკოლებში რომ ბავშვებს დაერიეთ და პოლიციელები ცოცხლად დაწვით?

იმაზე ხმას რომ არ იღებთ, თქვენივე ხალხმა ,თქვენი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რომ ცემა! რატომ აღარ ითხოვთ დამნაშავის გამოვლენას?

აა, იცით ხომ ვინცაა?

განა არ ვარ ჰუმანური,

განა მინდა დაცემულებს, გაუბედურებულებს,

ქუჩა-ქუჩა ნათრევებს და ნანუკას ლობიანებით გაბერილებს ვეღადაო-არა!

ათწლეულების ერთადერთ მეცენატს, ათასობით  ოჯახის გადამრჩენელ, მათ შორის იმ ჩემი გამძღარი მეგობრების თამადობით,  რომლებმაც ჯერ კუჭები ამოიყორეთ, მერე კი  ბიძინა ივანიშვილი ევროპულ სტრუქტურებში დააბეზღეთ, მინდა ვკითხო:

- ღამე როგორ გძინავთ? 

დამიჯერეთ, არმინდა არც იმ ახალგაზრდებზე ქილიკი, რომლებიც დღეს გისოსებს მიღმა არიან და შესაძლოა წლები დარჩნენ, 

მაგრამ ამდენი სასარგებლო იდიოტი თუ ყავდა ქვეყანას,ნაღდად არ მეგონა.

გადახედეთ თქვენს უღმერთო გზას, მერე შეგვხედეთ მილიონ ასოცი ათას ღმერთის მოშიშ ადამიანებს და იქნებ ოდესმე დაუბრუნდეთ რწმენას და განდევნოთ ასე ძლიერად ფასვებგამდგარი სატანა თქვენში...

არ მიხარია...

არა,მეცოდებით!

 P.S. სალომემ ვირტუოზულად შეასრულა თავისი სვლა!

 შოკიდან გამოსული  ოპოზიცია, ისევ ჩვეული, აღვირახსნილი ეპითეტებით მიმართავს,

ყოფილ პრეზიდენტს,

თუმცა მას ეს ნაკლებად ედარდება, ახლა ის საახალწლო

ფონ -დიუსთვის და ფუა-გრასთვის არჩევს ძალიან ძვირადღირებულ,კოლექციურ შამპანურს...

Dom Perignon Rose Gold Methuselah (1996) 49 000 € - წერს ლალი მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა